დენტალური იმპლანტი — დაუბრუნეთ საკუთარ თავს თავდაჯერებული ღიმილი
კბილის დაკარგვა მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტი არ არის. დროთა განმავლობაში ის იწვევს მეზობელი კბილების გადანაცვლებას დაზიანების მხარეს, ღეჭვის ფუნქციის დარღვევასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ყბის ძვლის ატროფიას (განლევას).
სწორედ ამიტომ, დენტალური იმპლანტაცია ითვლება ამ ზემოხსენებული პრობლემების ყველაზე თანამედროვე და ალტერნატიულ გადაწყვეტად.
რა არის დენტალური იმპლანტი?
დენტალური იმპლანტი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ, ბიოშეთავსებად ტიტანის „ფესვს“, რომელიც ყბის ძვლის ალვეოლურ მორჩში თავსდება და სრულად ანაცვლებს დაკარგულ კბილს.
შედეგი: ვიზუალურად და ფუნქციურად მაქსიმალურად ახლოს დგას ბუნებრივ კბილთან — ხშირად პაციენტისთვის განსხვავება პრაქტიკულად შეუმჩნეველია.
როგორ მიმდინარეობს პროცესი? (ეტაპები)
ციფრული დაგეგმარება
- 3D კვლევის (CT) და ციფრული სკანირების დახმარებით
- იმპლანტის პოზიცია განისაზღვრება მილიმეტრის სიზუსტით
ეს ეტაპი კრიტიკულია გრძელვადიანი, სტაბილური შედეგისთვის.
ქირურგიული ეტაპი
- ოპერაცია იწყება ადგილობრივი ან რეგიონული ანესთეზიით, რათა პაციენტისთვის პროცესი სრულიად უმტკივნეულო იყოს.
- ქირურგი აკეთებს ღრძილოვან განაკვეთს, რაც საშუალებას იძლევა გამოჩნდეს ყბის ძვლის ზედაპირი.
- სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით ხდება ძვლის გაბურღვა და ძვალშიდა ღრუს ფორმირება, რომელიც ზუსტად შეესაბამება იმპლანტის ზომებს.
- იმპლანტი იხრახნება მომზადებულ ღრუში, რაც უზრუნველყოფს მის პირველად ფიქსაციას.
- ოპერაციული არე იხურება და ექიმი ახდენს ღრძილის კიდეების ფიქსაციას ნაკერების საშუალებით.
ოსტეოინტეგრაცია (შეხორცების ფაზა)
მას შემდეგ, რაც იმპლანტი მყარად შეეზრდება ძვალს (ოსტეოინტეგრაცია), იწყება ესთეტიკური ნაწილი:
- ღრძილის განმეორებითი გაკვეთა: კეთდება მცირე განაკვეთი იმპლანტის თავის გამოსაჩენად.
- მაფორმირებლის დაყენება: იმპლანტზე მაგრდება სპეციალური ცილინდრული დეტალი — ღრძილის მაფორმირებელი.
- შედეგი: შეხორცების შემდეგ ღრძილი იღებს ბუნებრივ ფორმას, რომელიც იდეალურად ერგება მომავალი კბილის გვირგვინის ყელს.
- საშუალოდ გრძელდება 2–6 თვე (ინდივიდუალურია).
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება დროებითი კონსტრუქცია, რომ ესთეტიკა შენარჩუნდეს.
ორთოპედიული ეტაპი (გვირგვინი)
- ხდება ციფრული ანაბეჭდის აღება (ინტრაორალური სკანერით ან ტრადიციული საანაბეჭდო მასებით).
- მზადდება მაღალი სიზუსტის მოდელი, რომლის მიხედვითაც კბილის ტექნიკოსი ახდენს გვირგვინის (ცირკონი ან კერამიკა) მოდელირებას. შემდგომ გვირგვინი გადაეცემა ექიმ-ორთოპედს და უკვე შესაძლებელია მისი იმპლანტზე ფიქსაცია.
- ჩაბარებულ კონსტრუქციასთან შეგუების გაადვილების მიზნით, ექიმი პაციენტს აძლევს შესაბამის მითითებებს. რამდენიმე დღეში ან კვირაში პირის ღრუს რეაბილიტაცია საბოლოოდ სრულდება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ძვლის რემოდელირებას ბევრად მეტი დრო სჭირდება.
რეაბილიტაცია და მოვლა
- პირველ დღეებში აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა.
- სწორად შესრულებული ჰიგიენა (ჯაგრისი, ძაფი, ირიგატორი).
- პერიოდული კონტროლი სტომატოლოგთან.
- სწორ მოვლაში იმპლანტი ფუნქციონირებს მრავალი წლის განმავლობაში.
რატომ უნდა აირჩიოთ იმპლანტი?
- არ საჭიროებს მეზობელი ჯანსაღი კბილების დამუშავებას.
- ხელს უშლის ძვლის განლევას.
- უზრუნველყოფს ბუნებრივ ესთეტიკას და კომფორტს.
- წარმოადგენს გრძელვადიან და სტაბილურ გადაწყვეტას.
გახსოვდეთ: იმპლანტი და გვირგვინი მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტის გამოსასწორებლად არ შექმნილა – ისინი აღადგენენ საღეჭ ფუნქციას, სრულყოფილ ანატომიასა და სტრუქტურულ მთლიანობას.
რა უნდა იცოდეთ?
იმპლანტაცია ინდივიდუალური პროცედურაა და წარმატება დიდწილად დამოკიდებულია სწორ დიაგნოსტიკაზე და დაგეგმვაზე.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ძვლის მოცულობის აღდგენა (აუგმენტაცია), რათა შედეგი იყოს მყარი და ხანგრძლივი.
დენტალური იმპლანტი დღეს არის ყველაზე ახლო ალტერნატივა ბუნებრივ კბილთან — როგორც ფუნქციით, ისე ესთეტიკით.

