ჩვენს შესახებ

სტომატოლოგიური სამყაროს ერთიანი ციფრული პლატფორმა

რა არის Dental Community?

Dental Community - პირველი დამოუკიდებელი პლატფორმა საქართველოში, რომელიც პაციენტებს, ექიმებს, კლინიკებსა და მომწოდებლებს ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს. სტომატოლოგია არ არის მხოლოდ მკურნალობა - ეს არის ნდობის, ტექნოლოგიისა და პროფესიონალიზმის ჯაჭვი. ჩვენ ვამარტივებთ სტომატოლოგიური მომსახურების ძიების, მართვისა და მიწოდების პროცესს საქართველოში. ჩვენ ვქმნით ერთიან ეკოსისტემას, სადაც პაციენტის ინტერესი, ექიმის ავტორიტეტი, კლინიკის რეპუცატია და მომწოდებლის ინოვაცია ერთიანდება უმაღლესი სტანდარტის მისაღწევად.

ჩვენი პლატფორმა ემსახურება სტომატოლოგიური სფეროს ყველა რგოლს:

პაციენტებისთვის: ობიექტური გზამკვლევი ინფორმაციულ ქაოსში.
ჩვენ გეხმარებით, გააკეთოთ გააზრებული არჩევანი ექიმის კვალიფიკაციისა და პაციენტების რეალური გამოცდილებების საფუძველზე. მიიღეთ პროფესიული რჩევები, რათა თქვენი მკურნალობა იყოს უსაფრთხო, კომფორტული და პროგნოზირებადი.

ექიმებისთვის: პროფესიული ავტორიტეტისა და ბრენდინგის სივრცე.
ჩვენთან პროფესიული ეთიკა და ცოდნა მთავარი კაპიტალია. მიიღეთ შესაძლებლობა წარმოაჩინოთ საკუთარი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პორტფოლიო იმ აუდიტორიის წინაშე, რომელიც ხარისხს ეძებს.

კლინიკებისთვის: ციფრული რეპუტაციის მართვა და ხილვადობის ზრდა.
გაზარდეთ საკუთარი ციფრული ავტორიტეტი და დანერგეთ თანამედროვე სტანდარტები. ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს საკუთარი უპირატესობების სწორ პოზიციონირებაში. პლატფორმის მეშვეობით კლინიკები ახდენენ თავიანთი ტექნოლოგიური აღჭურვილობის, სერვისის სტანდარტების და გუნდური პროფესიონალიზმის დემონსტრირებას, რაც პირდაპირ აისახება ნდობის ინდექსის ზრდასა და ლოიალური პაციენტების მოზიდვაში.

მომწოდებლებისთვის: B2B კავშირების დამყარება და პროდუქციის ეფექტური პოზიციონირება.
ჩვენი პლატფორმა არის უმოკლესი გზა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ სივრცეს, სადაც უახლესი მასალები, აპარატურა და ციფრული ტექნოლოგიები პირდაპირ პოულობენ თავის ადრესატს - ექიმებსა და კლინიკებს, რაც ხელს უწყობს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით დარგის ტექნოლოგიურ წინსვლას.